7 თებერვალი, 2019 18:36
სკოლა ,,პროგრესში” მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დაინერგა თავისუფალი გაკვეთილის მოდელი
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესში” მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დაინერგა თავისუფალი გაკვეთილის მოდელი, თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს – მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან.
2019 წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, სკოლა ,,პროგრესში” თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ქმედება იწვევს უკუქმედებას“.
მოსწავლეების მოხსენებების დასრულების შემდეგ რამაზ ბლუაშვილი, მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ “ ნოვას” პრეზიდენტმა, რეჟისორმა, გამართა ლექცია სახელწოდებით „ავიაციიდან პოლიფონიამდე და კოსმოსამდე“.
კონფერენციის აკადემიური ხელმძღვანელი, მედეა აბრამიშვილი