7 ოქტომბერი, 2019 14:39
სკოლა “პროგრესში” ორგანიზაცია English Book Education-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა “პროგრესში” ორგანიზაცია English Book Education-ის წარმომადგენლებმა გამართეს ინგლისურენოვანი წიგნის კლუბის პრეზენტაცია.
კლუბში გაერთიანდებიან V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეები. ისინი წაიკითხავენ ასაკობრივი კატეგორიისთვის ადაპტირებულ მხატვრულ ნაწარმოებს ინგლისურ ენაზე. თვეში ერთხელ წიგნის კლუბის წევრებთან ინგლისურენოვანი მოდერატორი გამართავს შეხვედრებს. თითოეულ სესიაზე მოხდება წაკითხული წიგნის განხილვა და კრიტიკულად გაანალიზება.
წიგნის კლუბის წევრები ჩაერთვებიან ინგლისურენოვან რესპუბლიკურ ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ქვიდიჩი“.
-
პროგრესელი ვიტალი რევიშვილი და მისი გუნდი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში III ადგილზე გავიდა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა “პროგრესს” (ქუთაისი) პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)
-
სკოლა პროგრესში მედიაწიგნიერების ტრენინგი გაიმართა by ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)



