GE
29 მარტი, 2021 12:40

სკოლა–ლიცეუმ „ცოდნას”მოსწავლეები ჩაერთნენ კონკურსში „ყველაზე წიგნიერი გუნდი“

სკოლა–ლიცეუმ „ცოდნას”(დირქეტორი – ნაზი ნადირაძე) VI-VII კლასის მოსწავლეები, პედაგოგების დარეჯან ცხომარიასა და ხათუნა გრძელიძის ხელმძღვანელობით, დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ კონკურსს „ყველაზე წიგნიერი გუნდი“.

დაკომპლექტდა კონკურსში მონაწილე 5 გუნდი. თვენახევრის განმავლობაში მოსწავლეებმა წაიკითხეს 8 სავალდებულო ნაწარმოები. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მათგანი. აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებასა და მათში წიგნიერების დონის ამაღლებას, ამასთან, კონკურსში მონაწილეობა თავისთავად გულისხმობს მოსწავლეებში მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გაზრდას, რისთვისაც სკოლა–ლიცეუმი „ცოდნა” მადლობას უხდის „ყველაზე წიგნიერის“ ორგანიზატორებს.

სკოლის სხვა ამბები

EDU.ARIS.GE (განათლება)