GE
6 აპრილი, 2016 16:23

სკოლაში ,,დეა” მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა

სკოლა “დეა”-ში გაიმართა “შემოქმედებითი საღამო” სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა.

I მოქმედებაში ნაჩვენები იყო პირველი კლასის მიუზიკლი “რწყილი და ჭიანჭველა”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია დაწყებითი კლასის მასწავლებელი ელენე ბოლქვაძე, ხოლო სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მაკა ნიკოლაიშვილი.

II მოქმედებაში მონაწილეობდნენ სკოლა “დეა”-ს მოსწავლეები 1-12 კლასის ჩათვლით. ყველა ნომერი მაღალპროფესიონალურად იყო შესრულებული და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სკოლა დეა