3 ივნისი, 2016 12:28
სკოლაში “დეა” სასკოლო სპარტაკიადა დასრულდა
სკოლა “დეა”-ში 18 აპრილს გაიხსნა და 2 ივნისს დასრულდა სასკოლო სპარტაკიადა 2016.
სპარტაკიადაში მონაწილეობას იღებდნენ II – XI კლასის მოსწავლეები.
სპარტაკიადა 2016-ის ფარგლებში ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, რომლის გამარჯვებული გახდა მე-3 კლასის მოსწავლე გიორგი გოგელია. ასევე ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც გაიმარჯვა გუნდმა “მგლები”.