GE
23 ივნისი, 2023 11:38

სკოლაში „პოლიგლოტი“ ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა იმყოფებოდა

სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა: სარა მერჩანტი – პოლიტიკური მდივანი /კიბერ უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ვადაქარია – კიბერ უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ლიკა შავიშვილი – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა ზამთარაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და პოლიტიკური ოფიცერი.

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და მოსწავლეებს ესაუბრნენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: XXI საუკუნის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაზე – კიბერ უსაფრთხოებაზე, ქალის როლზე დიპლომატიაში და საგანმანათლებლო პროგრამებზე დიდ ბრიტანეთში. სტუმრებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის შედგა მეგობრული დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა

სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა, გააცნო სკოლა „პოლიგლოტის“ მისია, ისტორია და სკოლის განვითარების სამომავლო სტრატეგიები.

ქალბატონმა მზიამ, საბოლოოდ, სტუმრებს დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა შემდგომში თანმშრომლობის გაგრძელების.

მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში