27 მაისი, 2024 09:55
სკოლაში „პოლიგლოტი“ ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: ემოციური ინტელექტი
სკოლაში „პოლიგლოტი“ არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: ემოციური ინტელექტი (სავარჯიშოები და აქტივობები).
თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ინტელექტი IQ საკმარისი აღარ არის, საჭიროა ისეთი უნარის განვითარება, როგორიცაა, ემოციური ინტელექტი, ანუ EI.
მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ემოციური ინტელექტის შესახებ: როგორ ყალიბდება ის, რატომ არის საჭირო და როგორ შეიძლება მისი მართვა. ასევე დიდი ინტერესით შეასრულეს ემოციური ინტელექტის აქტივობები.
ლექციის ბოლოს კი სკოლა პოლიგლოტის დირექტორმა, ქალბატონმა მზია დაუშვილმა, ისაუბრა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე, ემოციების მართვის აუცილებლობაზე და თანაგრძნობის უნარზე.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი