GE
18 აპრილი, 2023 09:54

სკოლაში ,,პოლიგლოტი” დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

სკოლა ,,პოლიგლოტში” დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში განხორციელდა რიგი ღონისძიებები:

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მელანო ჩოკორაიასა და თინი ეცადეიშვილის, ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ჩვენი ენა ქართული”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გაღრმავებულიყო მშობლიური ენის სიყვარული, თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო პასუხისმგებლობა ენისა და მამულის წინაშე. მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიის ნიმუშები, გამოუშვეს კედლის გაზეთები, რომლებიც გააფორმეს ილუსტრაციებითა და ორნამენტებით

გაიმართა კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში:
1. კლასი, რომელსაც ჰყავს მხატვრული კითხვის დიდოსტატი;
2. კლასი, რომელსაც აქვს საუკეთესო ხელნაწერები;
3. კლასი, რომელმაც გამოუშვა საუკეთესო კედლის გაზეთი;
4. ჟიურის რჩეული ხელნაწერი;
5. საუკეთესოდ ილუსტრირებული ხელნაწერები.

ქართული ენის მასწავლებლის, ანა ჯავახიშვილის, ხელმძღვანელობით მე -7 კლასის მოსწავლეებმა გამოუშვეს ორიგინალური კედლის გაზეთი;

მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ, დაწერეს წერილები და ჩანახატები, თუ რას ნიშნავს მათთვის დედა ენის სიყვარული, გამოხატეს გრძნობები, ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ესაუბრეს მოსწავლეებს დედა ენის დღის მნიშვნელობაზე და აჩვენეს დოკუმენტური ფილმები ქართული ენის ისტორიის, წარმოშობისა და საიდუმლოებების შესახებ.

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექციამ პედაგოგები დააჯილდოვა დიპლომებით სასწავლო-შემეცნებითი პროექტის განხორციელებისათვის.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში