სკოლაში „პოლიგლოტი“ დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული მიმდინარეობს
სკოლა „პოლიგლოტში“ მიმდინარეობს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული- ,,დედამიწა ჩვენი სახლია“.
კვირეულის ფარგლებში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობითა და კლასის დამრიგებლების ხელშეწყობით საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალი აქტივობა, კერძოდ, გამოუშვეს კედლის გაზეთები, დაამზადეს ფლაერები საინტერესო გზავნილებით, გააკეთეს პრეზენტაციები, ჩაატარეს კონფერენცია, რომელზეც იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება და განახორციელეს ეკოაქციაც.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და შეიტანეს თავიანთი წვლილი მშობლიურ ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.
დაწყებითი განათლების კათედრაზე ყველა კლასში განხორციელდა თემატური აქტივობები, გრძელდება ღონისძიებები მიმდინარე კვირას, მოსწავლეები მოინახულებენ ,,გარდენიას“ და კვირეული დასრულდება გრანდიოზული პოდიუმით.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც, საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
-
„პოლიგლოტში“ მე-12 კლასის მოსწავლეების „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები თანამედროვე ქართველი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის გალერეა „ნოჩას“ ესტუმრნენ by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მოსწავლეები საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ვენაში იმყოფებოდნენ by სკოლა პოლიგლოტი