სკოლაში „პოლიგლოტი“ ევროპული ენების კვირეული აღინიშნა
სკოლაში „პოლიგლოტი“ ევროპული ენების კვირეული აღინიშნა.
კვირეულის ფარგლებშიც უცხო ენების კათედრის პედაგოგებმა მოამზადეს შემდეგი აქტივობები:
მოეწყო კინოჩვენება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის; წიგნების განხილვაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ; რიცხვების გამოთქმა სხვადასხვა ენაზე – დაწყებითებში; ენების ხე სადაც, სხვადასხვა ენაზე წერია მისალმება – დაწყებითებში; გამოცნობანა: აქტივობა, სადაც ბავშვებს უნდა გამოიცნოთ რომელ ენაზე, დამწერლობა და შეეერთებინათ ამავე ქვეყნის დროშასთან; დაწყებითის აღსაზრდელებმა ასევე დახატეს ქართული, ინგლისური და ფრანგული ანბანის ასოები და ინდივიდუალურად მხატვრული ხედვით გააფორმეს ისინი; დაწყებითის აღსაზრდელებმა მოამზადეს სიმღერა სხვადასხვა ენაზე მისალმების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები უკეთ გაეცნენ სხვადასხვა ევროპული ენის საბაზისო უნარებს და მათ თავისებურებებს.