სკოლაში „პოლიგლოტი“ ფრანკოფონიის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
სკოლაში „პოლიგლოტი“ ღონისძიება სახელწოდებით, ,,ჩემი საქართველო” გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ფრანკოფონიის დღეებს საქართველოში.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები ფრანგულ ენაზე, შეასრულეს ფრანგული სიმღერები, ასევე იმღერეს ,,სულიკო” ფრანგულ და ქართულ ენაზე, იცეკვეს ცეკვა ქართული ოპერიდან „დაისი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მაკა ნადარეიშვილი – მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, მენტორი მასწავლებელი, ქეთევან ქურციკიძე – ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში და ნინო შუბითიძე – ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკარი.
სკოლა „პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, სკოლის ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ირმა ჭანკოტაძეს და გვანცა არაბულს, მოწვეულ სტუმრებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.