10 აპრილი, 2023 15:18
სკოლაში „პოლიგლოტი” ლექცია/პერფორმანსი გაიმართა
5 აპრილს სკოლა „პოლიგლოტში”არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა ცირა ბარბქაძის ლექცია/პერფორმანსი – „პოეზია და მედიტაცია”.
მოსწავლეებმა მოისმინეს გალაკტიონის, ილიას, აკაკის, რუმის თანამედროვე ავტორთა ე.წ. “მედიტაციური პოეზია”. ისაუბრეს იმ შეგრძნებებზე, რომლებიც პოეზიამ წარმოქმნა მათში. აღმოაჩინეს აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური შეგრძნებები საკუთარ თავში.
თავად გაზაფხული სტუმრობდა პოეზიის დღეს მოსწავლეებს, ხოლო პოეზია და გაზაფხული წარმოქმნიდა ისეთ მედიტაციურ განწყობას, რომელიც დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებს.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი