სკოლაში „პოლიგლოტი“ მესამეკლასელებისთვის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ მე-3 (ა,ბ,გ) კლასებში გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს.
ღონისძიებების თემატიკა იყო: სამშობლოს სიყვარული, საქართველოს კულტურა: ქართული ენა, ფოლკლორი, ცეკვა და სიმღერა. მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები შეასრულეს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. ასევე მოირგეს საქართველოს სახელოვანი მეფეების და დედოფლების როლები, ისაუბრეს სამშობლოს ერთგულებაზე, სიყვარულსა და ერთობაზე. შეასრულეს ქართული ცეკვები: ხორუმი, ნარნარი და ლეკური, ასევე სიმღერები ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე.
ღონისძიების დასასრულს კი კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მებრძოლი, გმირი წინაპრები, რომელთა მაგალითზე იზრდება მომავალი თაობა და სწავლობს სამშობლოს სიყვარულს.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს ასეთი ლამაზი და საინტერესო აქტივობების ორგანიზებისათვის, ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ ცეკვის სტუდია „ოქროს საწმისის“ გამარჯვებულია by სკოლა პოლიგლოტი
-
„პოლიგლოტის“ მასწავლებლები საფრანგეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ by სკოლა პოლიგლოტი