GE
14 ივნისი, 2024 10:17

სკოლაში „პოლიგლოტი“ პირველკლასელების გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა

სკოლაში „პოლიგლოტი“ 1-ლ (ა, ბ, და გ) კლასებში გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: შეასრულეს სიმღერები და ცეკვები; წაიკითხეს ლექსები დედაენის, ანბანისა და საქართველოს შესახებ; იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან გააცოცხლეს დედაენის გმირები; დადგეს მცირე წარმოდგენები ცნობილი ქართული ზღაპრებიდან და ნაწარმოებებიდან; შეასრულეს სიმღერები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

სკოლა „პოლიგლოტი“ ულოცავს მათ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში