GE
9 ივლისი, 2024 12:52

სკოლაში „პოლიგლოტი“ პროექტი სახელწოდებით, „Kitchen Roayle“ ჩატარდა

სკოლაში „პოლიგლოტი“ მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის სწავლის ფარგლებში წარადგინეს პროექტი „Kitchen Roayle“ – რომლის მიზნად ისახავდა ჯანსაღი კვების ხელშეწყობას მოზარდებში და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და დეტალურად იმსჯელეს ნუტრიციოლოგიურ საკითხებზე, როგორიცაა გონივრული – ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა, ინდივიდუალური კვების რეჟიმის ჩამოყალიბება; შემდეგ, საყოველთაოდ ცნობილი პროექტის – მასტერ შეფი ინსცენირება შემოგვთავაზეს.

მოხალისე მზარეულებმა მოამზადეს, გააფორმეს და ჟიურის წევრებთან საპატიოდ წარადგინეს ინდივიდუალური კერძები, სალათებისა და დესერტების სახით. ჟიურის წევრებმა, სიღრმისეულად განიხილეს თითოეული კერძი მისი გემოს, ვიზუალის, ტექსტურისა და ნუტრიენტების მიხედვით და შეაფასეს ქულებით.

საბოლოოდ, 3 გამარჯვებული კერძი გამოვლინდა და დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაღალი იყო აუდიტორიის აქტიურობა და ჩართულობა.

სკოლა „პოლიგლოტი“ მუდმივად ატარებს ასეთ საინტერესო აქტივობებს, სადაც აქტიურად არიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ჩართულნი.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში