15 მაისი, 2024 16:00
სკოლაში „პოლიგლოტი“ პირველკლასელთა ღონისძიება ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით პირველკლასელთა ღონისძიება – პოდიუმი ,,აი ია” ჩატარდა.
მოსწავლეებმა სამსახიობო ნიჭითა და ოსტატობით დაამშვენეს წითელი ხალიჩა. ეს პოდიუმი სიმბოლურად დაამთავრეს სიმღერით ,,ქართული ანბანი”. სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი.
ღონისძიების ავტორი გახლდათ სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა ზაზაშვილს (,,ქართული რემიქსები”; ,,მოდი ვნახოთ ვენახი”), პერფორმანსს კი უძღვებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი – ეკატერინე სიორდია.
სკოლა მადლობას უხდის კლასის დამრიგებლებს, უსაყვარლეს პატარებს და მათ მშობლებს აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი