GE
17 თებერვალი, 2023 09:47

სკოლაში „პოლიგლოტი“ საჭადრაკო ჩემპიონატი ჩატარდა

სკოლა „პოლიგლოტში” ჩატარდა სკოლის პირველობა 12 წელს ზემოთ გოგონებსა და ვაჟებს შორის.

მონაწილეობა მიიღო 36-მა მოჭადრაკემ, ისინი 9 ქვეჯგუფად გადანაწილდნენ და ვინც 3 ქულით გაიმარჯვა, პირდაპირ მოხვდნენ ფინალში, ხოლო 2 ქულიანებს დამატებითი შანსი მიეცათ, „დამაწყნარებელი“ ქვეჯგუფის სახით.

ფინალური ეტაპი წრიული სისტემით ჩატარდა და საბოლოო შედეგები ასეთია: ვაჟებში სკოლის ჩემპიონი გახდა ცოტნე მამფორია, მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს ლუკა კვარაცხელიამ და ზუკა კურტანიძემ, მეოთხე ადგილზე გაბრიელ ციხისელი გავიდა. გოგონების ჩემპიონი გახდა ნუცი მთვარელიძე, მეორე ადგილი დაიკავა ლიზი ბაშარულმა, მესამე-სოფი ბადრიძემ, მეოთხე-თინათინ ნიშნიანიძემ.

სუპერ-ჩემპიონობა ნუცი მთვარელიძემ დაისაკუთრა (მან ცოტნე მამფორიას სძლია). ტურნირს მსაჯობდა ნატალია მესხი. ღონისძიებამ მოჭადრაკეებში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია, უხვად დაგროვდა ფოტო მასალაც.

სასკოლო ჩემპიონატმა, გარდა იმისა, რომ გამოავლინა ჩემპიონები და პრიზიორები, საშუალება მისცა სკოლას შეერჩია სკოლის ნაკრების კანდიდატები სასკოლო ლიგა 2023-ის ეგიდით გამართულ პირად-გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში