სკოლებში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ზეიმობენ (+ფოტო/ვიდეო)
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოში ახლა ამ ისტორიულ დღეს ზეიმობენ. ეროვნულ ზეიმს სკოლებიც აქტიურად უერთდებიან.
როგორც EDU.ARIS.GE-ს სკოლებში უყვებიან, დილიდან იქ საზეიმო განწყობა იგრძნობა.
თბილისი, ჯამბულ წურწუმიას სახელობის 94-ე საჯარო სკოლა
სკოლის დირექტორის, ნინო გახარიას ინფორმაციით, სკოლის შენობის შესასვლელში, საზეიმოდ ააფრიალეს საქართველოსა და ევროკავშირის უზარმაზარი დროშები. 15 დეკემბრის დილას განწყობა, როგორც მოსწავლეებში ისე პედაგოგებში ამაღელვებელია.
ფოტო:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელ ჯიხაშკარის #1 საჯარო სკოლა
სკოლის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ვიგებთ, რომ დღეს, დილის 08:00 საათზე, სკოლის შენობიდან საზეიმოდ გადმოფინეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და მოსწავლეებს სკოლა ამგვარად გაფორმებული დახვდათ. ვიდეო
ფოტო:
თბილისის კერძო სკოლა „ოპიზა“
სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად სკოლამ, საკუთარი Facebook-ის გვერდზე გააზიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენსილი (ავტორი: Gagosh)
დილიდან სკოლები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ მილოცვებს: „გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას!“.
ფოტო:
ევროკავშირის დროშის ფერებშია განათებული თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი, ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე და არა მხოლოდ, ევროკავშირის 13-ვარსკვლავიანი დროშა ფრიალებს.