აჭარის მუნიციპალიტეტებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – სწავლის განახლების თარიღი
აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო ბაღებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი უამინდობა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სააღმზრდელო/სასწავლო პროცესი 25 თებერვალს განახლდება.
“რეგიონში არსებული უამინდობისა და ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, ბაღის აღსაზრდელთა და პედაგოგების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს საბავშვო ბაღებში სააღზმრდელო პროცესის შეჩერების თაობაზე”, – ნათქვამია ააიპ “ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
“რეგიონში არსებული უამინდობისა და მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 24 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – განმარტავს სამინისტრო.
ასევე იხილეთ:
-
„თუ სკოლის რეპეტიტორიუმი მოსწავლეებს მხოლოდ საგამოცდო საგნებში მოამზადებს, რა გამოდის – მე-11 კლასში წყვეტენ ზოგადი განათლების მიღებას?“
by ARIS.GE-განათლება
-
აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი ჩაირიცხა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მონაცემები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება