სკოლის თვითმმართველობის არჩევნები და აქტიური სასკოლო ცხოვრება – როგორია სკოლა „ლომისის“ მოსწავლეების წილი
სკოლა „ლომისის“ სასკოლო ცხოვრების ყველაზე აქტიური ნაწილი სასკოლო თვითმმართველობას უკავშირდება, ამაზე თვითმმართველობის მიერ კარგად დაგეგმილი ღონისძიებები მეტველებს.
თვითმმართველობამ შესანიშნავად დაგეგმა და ელექტრონულად ჩაატარა სასკოლო არჩევნები, კანდიდატებმა ჩაატარეს ვებინარი და წარმოადგინეს საკუთარი პროგრამა, არჩევნებში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და პედაგოგები.
სკოლის თვითმმართველობა სთავაზობს მოსწავლეებს საინტერესო შეხვედრებს ცნობილ და პროფესიონალ ადამიანებთან, დისტანციურად აგრძელებს მუშაობს ინტელექტკლუბი, რომლემაც „რა? სად? როდის?“ ორი რაუნდი უკვე ჩაატარა.
სკოლა „ლომისი 1-ის“ ჟურნალისტთა კლუბი მუდმივად აქვეყნებს ინტერვიუებს სკოლის პედაგოგებთან, აცნობს მათ საზოგადოებას. თვითმმართველობის რამდენიმე პროექტში ჩართული არაინ მოსწავლეები. პროექტი „ნაბიჯი მომავლისკენ“ ამჟამად მიმდინარეობს და მსურველებს შეუძლიათ შეუერთდნენ.