9 ოქტომბერი, 2017 16:02
სპორტული კვირეულის ფარგლებში სკოლა “პროგრესის” პედაგოგმა ილია სიმონიანმა პირველი ადგილი დაიკავა მაგიდის ჩოგბურთში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირმა, 2017 წლის 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული გამართა სპორტის სხვადასხვა სახეობაში თბილისის მასშტაბით, სადაც ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის პედაგოგმა ილია სიმონიანმა პირველი ადგილი დაიკავა მაგიდის ჩოგბურთში.