სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო მშვიდობის კონფერენციას გიმნაზია „აია-ჯესსის“ 25 კაციანი დელეგაცია დაესწრო
შვედეთში, სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიო მშვიდობის კონფერენციას გიმნაზია „აია-ჯესსის“ სკოლის 25 კაციანი დელეგაცია დაესწრო!
„მშვიდობის ელჩის“ ტიტულით დაჯილდოვდნენ გიმნაზიის დირექტორები: ქ.-ნი რუსუდან ბოლქვაძე, ქ.-ნი ლელა ბოჭოიძე და სკოლის პროაქტიური ინგლისურის მასწავლებელი თამარ ლოლიშვილი. მოსწავლეები: ნიკოლოზ სიხარულიძე, მარიამ კუკულაძე, მაქსიმე ნაავგუსტი, ანა რაზმაძე და ლუკა შატაიძე სიტყვით წარსდგენ.
მოხსენება – „როგორ უწყობს განათლება მშვიდობას ხელს“ ეხმიანებოდა სასკოლო განათლების, კრიტიკული აზროვნების, მორალური ღირებულებებისა და კონფლიქტთან გამკლავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ტანდემს მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში.
კონფერენციის მეორე დღეს, სტოქჰოლმის სითი ჰოლში, რომელის კედლებსაც არაერთი ნობელის ლაურეატი უხილავს მოსწავლეებმა ქართული ცეკვები წარუდგინეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოწვეულ სტუმრებს.
შემაჯამებელი ღონისძიება გემზე გაიმართა, სადაც გიორგი ჩილინგარაშვილმა დამსწრე აუდიტორიას ის SMART მიზნები და აქტივობები გააცნო, რომელიც მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში და უკეთესი მსოფლიოს შექმნაში დაეხმარება.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS