GE
22 ოქტომბერი, 2025 17:13

თბილისის ზოგიერთ სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა – განათლების სამინისტროს განმარტება

ბოლო ათი დღის განმავლობაში, თბილისის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, დედაქალაქის ერთ რაიონში მუნის ორი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ კი შემთხვევა დადასტურდა კიდევ ერთ სკოლაში.

სკოლის დირექტორების განმარტებით, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მათ მიმართეს იმ სადეზინფექციო სამსახურს, რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და ყველა საჭირო, საპრევენციო ღონისძიებები დროულად ჩატარდა. მათივე განმარტებით, დაბალი დასწრება უმეტესად დაწყებით კლასებში დაფიქსირდა, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, სკოლა სრულიად მზად არის მოსწავლეების მისაღებად.

ჩვენი კითხვების პასუხად განმარტება გააკეთეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც:

“აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ სკოლაში, მხოლოდ ერთ ბავშვთან მიმართებით. აღნიშნულის თაობაზე სკოლა საქმის კურსში თავად მშობელმა ჩააყენა და ინფორმაციის მიღებისთანავე, პროფილაქტიკის მიზნით, სანეპიდსადგურის თანამშრომლების მიერ სკოლაში იმავე საღამოს ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.

დამატებით გაცნობებთ, რომ სკოლის ექიმი კონტაქტზეა რაიონის ეპიდემიოლოგთან და მისი რეკომენდაციით, ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება საჭირო არ არის”.

EDU.ARIS.GE-ს არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ან დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გიზიარებთ კომპანია PSP-ს ინფორმაციას თემაზე: რა არის კანის პარაზიტული დაავადება “მუნი” და საშიშია თუ არა ის.

schools.ge სკოლებზე და სკოლებში