თელავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალაზნის გამზირი დაასუფთავეს – „ნაგვის გზა ურნამდე, გადის ჩვენს შეგნებაზე“.
„ნუ დაყრი ნაგავს!“ – ამ სლოგანით სსიპ ქალაქ თელავის მე-4 საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის ორგანიზებით, შაბათს, 19 თებერვალს, თელავში, ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
მოსწავლეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს მათ მიერვე წინასწარ დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, ნაგავი ჩაყარონ ურნაში და არ დააბინძურონ გარემო. „ნაგვის გზა ურნამდე, გადის ჩვენს შეგნებაზე“ – წერია მოსწავლეების მიერ ქალაქში გამოკრულ ერთ-ერთ ბანერზე.
ეკოკლუბის წევრებმა, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა, სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად გაწმინდეს ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
„აქციის მიზანი იყო მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. მონაწილეებს ასევე განემარტათ, თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით. დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა. განსაკუთრებული მადლობა აქციის პატარა მონაწილეებს: თამარ სვანიძეს, დიმიტრი და ლუკა ალხაზოვებს თავდაუზოგავი შრომისთვის“, – წერია სკოლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS





