თეთრი ვარდები და მოსწავლეების წრეში მოქცეული შორენა მასწი – როგორ დაემშვიდობნენ დამრიგებელს მეოთხეკლასელები (+ფოტო)
როგორც იცით, დაწყებითი საფეხურის 4 კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს კლასის დამრიგებელიც ეცვლებათ და პედაგოგების გარკვეული ნაწილიც. EDU.ARIS.GE შეეცდება ფოტოებით აღგიწეროთ, რამდენად განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული დამრიგებლისა და პატარებისთვის „მერცხლების“ გაფრენის დღე.
ემოციებით დატვირთულ კადრები 139-ე საჯარო სკოლის მე-4 დ კლასის დამრიგებელმა, შორენა თამაზაშვილმა მოგვაწოდა.
იხილეთ ფოტო:
“ბავშვებმა სპეციალურად ჩემთვის თეთრი მაისურები ჩაიცვეს, რომლებზეც ჩვენი ერთობლივი ფოტოები იყო დატანილი. მოულოდნელად თეთრი ვარდების თაიგული გამომიწოდეს, თეთრ ვარდებზე კი ლენტები ჰქონადათ გამობმული, წრე შემომავლეს და მაკრატელი მომცეს ამ ლენტების გადასაჭრელად. თან მადლობას მიხდიდნენ: „მადლობა განათლებისთვის“, „მადლობა ძმაკაცობისთვის“, „მადლობა მომავლის ბაღისთვის“, „სამშობლოს სიყვარულის სწავლებისთვის“… პატარებს ამ დღისთვის ტკბილი სუფრა გავუკეთე.. დაუვიწყარი დღე გამოვიდა”, – გვიამბო დამრიგებელმა.
პედაგოგებო და მშობლებო გაგვიზიარეთ თქვენი ფოტო/ვიდეო კადრები, როგორი გაცილების დღე მოუწყვეთ პატარებს?
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი



