„თქვენ ფიქრობთ, რომ ანგელოზები დედამიწაზე არ დააბიჯებენ? – მაშ, დედაჩემი ვინ არის?!“ (ვიდეო)
საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა ტრადიციად 1991 წლიდან იქცა. მისი დაარსების ინიციატივა კი პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის.
3 მარტი გვახსენებს, რომ ეს დღე არა მხოლოდ ერთი კალენდარული თარიღი, არამედ, კიდევ ერთი შანსია, რათა მადლიერება გამოვხატოთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლე გვაჩუქა.
დედის დღეს, ტრადიციულად, შვილები დედებს ყვავილებს და სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
3 მარტი სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება საბავშვო ბაღებსა და სკოლებშიც, სადაც ბავშვები დედებისთვის კითხულობენ ლექსებს, ფერადი ქაღალდებით ამზადებენ ღია ბარათებს, ხატავენ და ძერწავენ, რომ ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად აქციონ.
სწორედ ასე მიულოცეს 3 მარტი დედებს თბილისის 221-ე და ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც ამ დღის აღსანიშნავად, ღონისძიებაც მოაწყვეს, ვიდეომიმართვაც ჩაწერეს, დედებიც დაახასიათეს და არც თბილი სიტყვები და კეთილი სურვილები დაიშურეს.
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის IVბ კლასის მოსწავლეების მილოცვა (მასწავლებელი თათია ჯინჭარაძე) – იხილეთ ვიდეო
აი, მათი მთავარი სათქმელი დღეს: „თქვენ ფიქრობთ, რომ ანგელოზები დედამიწაზე არ დააბიჯებენ? – ცდებით. მაშ, დედაჩემი ვინ არის?! ის ნამდვილი ანგელოზია ჩემს ცხოვრებაში…“, „დედა, ვიქნები კაცი, რომელიც ოცნებებს აგისრულებს“, „ჩემო ძვირფასო დედა, შენი ხელების სითბო ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეშია. მინდა, სულ ასეთი ბედნიერი და ლამაზი მყავდე“, „ჩემი გმირი ხარ, დედა“, „ყველაზე ლამაზი თვალები შენ გაქვს, დედა“.
თბილისის 221-ე საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეების მილოცვა (მასწავლებელი ირინა ფუტკარაძე) – იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
როგორ დავეხმაროთ ბავშვს მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში – რჩევები მშობლებს