„თქვენ უნდა მისცეთ მოტივაცია, აბა ბავშვს თავისით ექნება?!“ – ფრთიანი ფრაზები, რომლებიც მასწავლებლებს „შვილზე გაგიჟებული დედებისგან“ ესმით
გინახავთ დედა, რომელიც შვილის აღზრდა-განათლების გარდა მის, ცხოვრებაშიც თავიდან ფეხებამდეა ჩართული – ეს ნიშნავს, რომ დედას ყველაფერი აინტერესებს.
ზოგჯერ მასწავლებლები ასეთ ემოციურ და შვილზე ორიენტირებულ დედებს ერთი ფრაზით აფასებენ: „შვილზე გაგიჟებული დედაა”.
ეს ზუსტი აღწერაა იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც დედები გასცემენ.
დღეს 3 მარტია, დედების დღე.
EDU.ARIS.GE-მ დამრიგებლებისა და მასწავლებლებისგან მოიძია და შეკრიბა ის ფრაზები, რომლებიც ჩვენს საყვარელ პედაგოგებს შვილებზე უზომოდ შეყვარებული დედებისგან მოუსმენიათ.
მაშ ასე:
-“ჩემი შვილი კი ზარმაცია, მაგრამ უნიჭიერესია”
-“რომ ინდომებდეს კლასში ყველაზე კარგი იქნებოდა”
-“მასწავლებლებმა უნდა მისცეთ მოტივაცია თვითონ როგორ ექნება”
-“ჩემი ჭკუის კოლოფია მაინც”
-“ენაცვალოს დედა, აბა სხვა ვინ მოაწყობდა შატალოს”
-“მასწავლებლები რისთვის ხართ, ბავშვი თვითონ იმეცადინებს?!”
-“მე-12 კლასში კია, მაგრამ მაინც ბავშვია”’
-“ნანა მასწავლებელო, ჩანთა დაავიწყდა, რომ წამოეღო და აგე ინებეთ”
-“სხვა ბავშვები უარესებს აკეთებდნენ და მაინც ჩემსას მიადგნენ”
-“პიროვნულად არის კარგი მთავარია”
-“ფერებაში გვყავს გაზრდილი და ამდენ დავალებას ნუ აძლევთ!”
-“კარგი რა თეა მასწავლებელო, ჩვენ არ ვიყავით ამ ასაკში?”
-“რა უნდათ ამ ბავშვებისგან, რა ექსპერიმენტებს უტარებენ”
აბა, თქვენ რომელ ფრთიან ფრაზებს გაიხსენებდით.