„უდიპლომო სასიძო“ ურავლის საჯარო სკოლის მე-12 კლასელების ბოლო ზარზე (+ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს სხვა თანატოლების მსგავსად, წინ დიდი მისია აქვთ – გახდნენ სტუდენტები. ამ მისიის შესრულებამდე კი ყველასათვის საყვარელი ქართული ფილმი “უდიპლომო სასიძო” გააცოცხლეს და სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებისთვის თავიანთი მონაწილეობით გადაიღეს ფილმი, რომელიც მხიარულად მოგვითხრობს, როგორი იქნებოდა შეყვარებული და თანაც აბიტურიენტი ბიჭიკოს მომავალი, თუ ის დიპლომის გარეშე დარჩებოდა.
იხილეთ: ვიდეო
ვიდეოში მოსწავლეებმა თავად მოირგეს ფილმის პერსონაჟების როლი. ვარდენი, ნანი, აბიტურიენტი ბიჭიკოს დედა, დაინტერესებული მეზობლები… ყველა ადგილზეა, მათ არც სოფლის ფსიქიატრი, ოთარ აბრამიშვილი გამორჩენიათ, რომელსაც როგორც ირკვევა, საგამოცდოდ აფორიაქებული ურაველების დამშვიდებამ, თავადაც დაუზიანა ფსიქიკა.
საბოლოოდ, მეთორმეტეკლასელებმა თავიანთი ფილმი სასურველი სცენარით დაასრულეს – ბიჭიკო უდიპლომოდ არ დარჩენილა და შეყვარებულმა სასიძომ სწორედ ისე მოიგო მიჯნურის მამის გული, როგორც ჩვენი საყვარელი ფილმი გვიამბობს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი