GE
21 თებერვალი, 2024 10:00

მშობლიური სკოლა UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს – ილია თოფურიას გამარჯვებას ულოცავს

„UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, რომელიც 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ქვემსუბუქი კატეგორისს ჩემპიონი გახდა, მშობლიური სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს გამარჯვებას“, – ვკითხულობთ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის „facebook“-ის გვერდზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ მილოცვის წერილში.

ქართველი მებრძოლის მშობლიური სკოლა, ილიას პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან, ნინო გავაშელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ილია თოფურიას სიტყვებს ციტირებს: „გჯეროდეს საკუთარი თავის. გქონდეს რწმენა და ყველაფერი შესაძლებელი იქნება“ – UFC-ის ქვემსუბუქ წონას ახალი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჰყავს. ილია 21-ე სკოლის აღზრდილია, რომლითაც ასე ამაყობს ქალბატონი ნინო გავაშელი”,- ნათქვამია სკოლის  მილოცვაში.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს ილია თოფურია დაუპირისპირდა MMA (შერეული ორთაბრძოლები) ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონს და ნოკაუტით დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა. 8 თვიანი დაისვენების შემდეგ, სატიტულო ჩხუბით ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონის ქამარი მოიგო.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში