ვარსკვლავებიან მოსასხამში იღბლიანი ბილეთებით – მოსწავლეთა გამოკითხვის მაგიური მეთოდი მასწავლებლისგან
როცა მოსწავლეს მისთვის ყველაზე რთულ საკითხს შეასწავლი, ის მადლიერებით გეტყვის: “მასწავლებელო, თქვენ მართლა კეთილი ჯადოქარი ყოფილხართ”.
პედაგოგიურ პრაქტიკაში ასეთი გულთბილი ეპიზოდები ხშირია.
დღეს, 30 იანვარს, EDU.ARIS.GE-მ უნდა გაგაცნოთ მასწავლებელი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ჯადოქარია.
სკოლა „ნიკეს“ კეთილმა ჯადოქარმა მასწავლებელმა, თეა მალაყმაძემ მაგიური მოსასხამი და იღბლიანი ბილეთები იმ გზად აქცია, რომლითაც მოსწავლეებს ყველაზე რთულ საკითხებსაც კი შეასწავლის.
იხილეთ ფოტოები:
აი, რას მოგითხრობთ თეა მალაყმაძე:
„მინდოდა, შემაჯამებელი გაკვეთილები არასტანდარტული, მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსე ყოფილიყო. გადავიქეცი იმ “ზღაპრის გმირად,” რომელიც ჯადოსნური სკივრიდან ჯადოსნურ დავალებებს ამოალაგებს და “თავდაყირა” დააყენებს საგაკვეთილო პროცესს.
„თითოეული მოსწავლე განსხვავებულია თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ზოგს თხრობა გამოსდის კარგად, ზოგს წერა, ზოგს კრიტიკული ანალიზი, ზოგს ხატვა და ა.შ. მასწავლებელი კი ნამდვილად არის ჯადოქარი. ის ჯადოსნური სკივრიდან ჯადოსნურ დავალებებს ალაგებს და მაგიურ ორომტრიალს აყენებს გაკვეთილზე. არასტანდარტული, მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით სავსე მეთოდები ნამდვილად იწვევს მოსწავლეების აღფრთოვანებას”, – აგვიხსნა პედაგოგმა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი

