„ვასწავლოთ და ვასწავლოთ მშობლებთან ერთად“ – ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლამ მშობლები ონლაინ გაკვეთილებში ჩართო
დღეს, 30 ნოემბერს, ინტერნაციონალურმა მაარიფის სკოლებმა საქართველოში ოლაინ გაკვეთილების კარი, მაარიფელების მშობლებისთვის გააღო. მთელი დღის მანძილზე სკოლა მუშაობდა პრინციპით ,,ვასწავლოთ და ვასწავლოთ მშობლებთან ერთად”.
უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული. ერთი თვის მანძილზე მასწავლებლები, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მშობლები დაუღალავად შრომობენ, რათა გაკვეთილები შეუფერხებლად და სრულყოფილად წარმართოს.
“დღეს, 30 ნოემბერს, საკლასო ოთახის ონალინ სივრცე გაიხსნა მშობლებისთვისაც. თითოეული კლასის მშობლებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ყველა გაკვეთილს და ბავშვებთან ერთად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. მშობლების ასეთ აქტიურობას, სიმართლე რომ ითქვას, არ ველოდით, გამოხმაურება იყო ძალიან ბევრი, რაც წაადგება სკოლას რომ უკეთ დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
“ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში” მადლობას უხდის თითოეულ მშობელს ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას”, – აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციაში.