„ვაზროვნებთ ფიროსმანის დახმარებით!“ – მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარებისთვის ხელოვნებამცოდნე რესურსებს ქმნის
როგორ შეასწავლოთ შვილს/მოსწავლეს კრიტიკული აზროვნება და განუვითაროთ ანალიზის უნარი?
იცოდით, რომ ფიროსმანის ნახატების დახმარებით ეს შესაძლებელია?
„მისი ნახატებით მოსწავლეს უკეთ ეცნობა საკუთარ თავს, უყალიბდება კრიტიკული აზროვნების უნარი, სტილი და გემოვნება. ეს რესურსი სწორედ ამის გამო შევქმენი“, – ამის შესახებ ხელოვნებამცოდნეობის მაგისტრი, მარიამ დავითიძე გვესაუბრება.
ხელოვნების სფეროს წამომადგენელი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით რესურსებს ქმნის და განმარტავს, რომ პრაქტიკაში მათი გამოყენება შედეგიანია.
EDU.ARIS.GE მარიამს დღეს,18 ნოემბერს ესაუბრა.
იხილეთ და ჩამოტვირთეთ რესურსი სახელწოდებით, „ვაზროვნებთ ფიროსმანის დახმარებით!“
“რესურსებზე დაყრდნობით მოსწავლეს უვითარდება არა მარტო კრიტიკული აზროვნების, ნამუშევარზე დაკვირვების, შეფასების, საკუთარი აზრის, ემოციებისა და გრძნობების გადმოცემის უნარი, ასევე სწავლობს საკუთარ თავს. აქტივობით მოსწავლე იცნობს მხატვარს, უღვივდება ინტერესი მისი ნამუშევრების მიმართ, უვითარდება ხელოვნების ნიმუშის ანალიზის, მხატვრული მიმდინარეობისა და ხელოვანის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლების გაცნობიერების უნარი. ეს რესურსი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც სკოლებს აქვთ”, – მარიამ დავითიძე.
ასევე იხილეთ:
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები