ვეკუას საშაბათო სკოლაში რობოტექნიკის შემსწავლელი ჯგუფები იხსნება
ვეკუას საშაბათო სკოლაში მოსწავლეებისთვის რობოტექნიკის შემსწავლელი ჯგუფები იხსნება.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12-16 წლის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, (გარდა ვეკუას სკოლისა) ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს რობოტექნიკა, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, შეუძლია დარეგისტრირდეს ბმულზე
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ რობოტექნიკის ეროვნულ კონკურსებში, გამარჯვების შემთხვევაში გახდნენ ეროვნული ნაკრების წევრი. ნაკრები მონაწილეობას იღებს მსოფლიო FIRST Global-ის და სხვა კონკურსებში.
მეცადინეობები ვეკუას სკოლაში (მისამართი: ჩაიკოვსკის ქ. N9) ჩატარდება და მას წარუძღვება ნიკოლოზ ლობჟანიძე – FIRST Global-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ორი შეჯიბრის FIRST Tech Challenge-ის და FIRST Global Challenge-ის მთავარი მწვრთნელი.
ნაკრების მიღწევები:
- მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა – FIRST Global 2025, 190 ქვეყანას შორის ვერცხლის მედალი ქალაქ პანამაში;
- RoboCup Junior ევროპის მასშტაბით მეორე ადგილი – გერმანია, ქალაქი ჰანოვერი.
მეცადინეობები ფასიანია და მათი ღირებულება თვეში 120 ლარს შეადგენს.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი