ვინ წყვეტს და როდიდან ჩაირთვება გათბობა სკოლებში – განმარტება
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დღის წესრიგში საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვის საკითხი დგას. მოსწავლეთა მშობლების ინტერესის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE შეეცადა გაერკვია, როდიდან ჩაირთვება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გათბობა და ვინ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
როგორც დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვითხრეს, გათბობის ჩართვის დროს სკოლები თავად განსაზღვრავენ.
„კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩაირთოს საჯარო სკოლებში გათბობა, სამინისტროსგან დადგენილი არ არის. ეს ჩვენგან არ რეგულირდება. გადაწყვეტილება თვითონ სკოლამ, საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
გივი მიქანაძის უწყებიდან აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ, EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რის საფუძველზე იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გათბობის ჩართვის გადაწყვეტილებას და თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
დირექტორის თქმით, გათბობა აცივებისთანავე ირთვება, თუმცა მის სკოლაში ჯერ არ ჩაურთავთ.
„ჩვენს სკოლაში გათბობა ჯერჯერობით ჩართული არ არის, მაგრამ ხვალიდან ჩაირთვება. ზოგადად, კონკრეტული თარიღი არ არის განსაზღვრული. ამიტომ, სკოლა გათბობის ჩართვის გადაწყვეტილებას იღებს როგორც კი აცივდება“, – გვითხრა თბილისის 85-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, გელა ჭანტურიამ.
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მშობლებს ხარჯს გვიორმაგებენ!“ – წლის დასაწყისში ტანსაცმელს იყიდით, სემესტრის ბოლომდე კი – სასკოლო ფორმას by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი