ხარ თუ არა კარგი თანაკლასელი? – სამუშაო ფურცელი და ვიდეო გაკვეთილი მოსწავლის მხარდასაჭერად
„თუ ვინმეს აწყენინე, მაგრამ პატიება სთხოვე და ის აღარ გახსენებს ცუდ საქციელს, ხომ გაგეხარდება?“, – ამის შესახებ მოსწავლეებს დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნინო სამხარაძე ესაუბრება.
ნინო მასწავლებელი 1-ელ ნოემბერს EDU.ARIS.GE-ს ვიდეოსა და სამუშაო ფურცელს უზიარებს, რომელიც თავად დაამზადა და მოსწავლეს ასწავლის, როგორ გაიგოს – არის თუ არა კარგი თანაკლასელი.
ხარ თუ არა კარგი თანაკლასელი? მოდი, ერთად გავიგოთ!
კარგი თანაკლასელი ხარ მაშინ, როცა:
- სკოლაში მეგობრებთან ბევრ დროს ატარებ. ესალმები, ემშვიდობები და მათთან ერთად თამაშობ;
- უზიარებ სასკოლო ნივთებს;
- გუნდში მუშაობისას მათ აზრს ითვალისწინებ. არ დასცინი და პატივს სცემ მათ აზრს;
- უფრთხილდები მათ პირად სივრცეს. არ ეხები ფიზიკურად, არ იღებ დაუკითხავად მის ნივთებს;
- დავალების შესრულებისას ეხმარები მეგობრებს;
- ერთად იფიქრებთ გამოსავალს და თანაუგრძნობთ ნებისმიერ სიტუაციაში;
- ბოდიშს იხდი გულწრფელად და არ ახსენებ მეგობარს არასწორ საქციელს;
იხილეთ და გადმოიწერეთ მოსწავლისთვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელი
ამ სამუშაო ფურცლის დახმარებით, მოსწავლეები შეძლებენ 1 კვირის განმავლობაში დააკვირდნენ საკუთარ თავსა და ქცევებს. ეს მათ დაეხმარებათ, რომ კარგი თანაკლასელები გახდნენ.
ასევე იხილეთ:
„სად გყავთ მასწავლებელი, არ არის კლასში? – ფრაზები, რომლებიც ყველა ახალგაზრდა პედაგოგს ესმის (ვიდეო)
-
„ჩემი პირველი ნერგი“ – პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდება by სკოლების ამბები
-
„პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელმა, ალექსანდრე კოდუამ FIDE-ის არბიტრის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა by სკოლა პოლიგლოტი
-
N47 საჯარო სკოლა და კლასიკური გიმნაზია სწავლას ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო by სკოლების ამბები