26 ნოემბერი, 2024 12:00
„ხელებს გაგითბობთ რა, მასწავლებელო“ – პირველკლასელების სიყვარულით სავსე ვიდეო
იცით, როგორ უყვართ მოსწავლეებს საყვარელი მასწავლებლები და დამრიგებლები?!
ვიდეო, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, თათია ბუიღლიშვილი EDU.ARIS.GE-ის უზიარებს, ნამდვილად დაგეხმარებათ ამის გასაგებად.
იხილეთ ვიდეო
„ხელები სულ ცივი მაქვს, განსაკუთრებით, როცა ასეთი ცივი ამინდებია. პირველკლასელებმა ეს რომ შეამჩნიეს, მოვიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მთხოვდნენ: “არა მე გაგითბობთ ხელებს, არა მეო”. გულწრფელი სითბო და სიყვარული მოდის მოსწავლეებისგან. ისინი საოცრად მზრუნველები არიან. ჩვენ მათგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი“, – ამბობს პედაგოგი.
აბა, გამოცდილო პედაგოგებო, თქვენს მიმართ როგორ გამოხატავენ მოსწავლეები სიყვარულსა და პატივისცემას. გაგვიზიარეთ ფოტო/ვიდეო კადრები.
ასევე იხილეთ:
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
სასკოლო ასაკის რამდენმა ბავშვმა დატოვა 2025 წელს ქვეყანა – საქსტატის უახლესი მონაცემები by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS