„ხელოვნური ინტელექტი – მომავლის ლიდერობა და მომავლის პროფესიები“ – AIA-GESS-ში ბიზნეს ფორუმი გაიმართა
გიმნაზია AIA-GESS-ში, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, მშობელთა აქტიური ჩართულობით, ბიზნეს ფორუმი, თემაზე – „ხელოვნური ინტელექტი – მომავლის ლიდერობა და მომავლის პროფესიები“ გაიმართა.
გიმნაზიის მიერ 23 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა გააზიარეს გამოცდილება ქართული ბიზნესების პრაქტიკისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ, განსაკუთრებით გუნდის მართვისა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესპროცესებში ინტეგრირების მიმართულებით.
პანელური დისკუსიების ფარგლებში განხილული იყო მომავლისთვის აუცილებელი უნარები, პროფესიული ტრანსფორმაციები და ის შესაძლებლობები, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარებით იქმნება.
ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობა – მათ ერთად წარადგინეს საკუთარი კომპანიები და პრაქტიკული გამოცდილება, რაც თაობებს შორის ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული ორიენტაციის უნიკალურ ფორმატად იქცა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS