2 ივნისი, 2022 13:14
ყვავილების ფესტივალი და საკვებურები ფრინველებისთვის – 1-ელი ივნისი სკოლა „აია-ჯესში“
სკოლა „აია-ჯესში“, ბავშვთა დაცვის დღესთან, 1-ელ ივნისთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. სკოლის ეზოში ბავშვები ჟრიამულობდნენ და ყვავილების სურნელი ტრიალებდა.
ეკო-კლუბმა „მწვანე სივრცემ“ პატარებისთვის ყველაზე სახალისო და შემეცნებითი აქტივობები მოაწყო – მოსწავლეებმა დარგეს მცენარეები, რომლებიც მოგვიანებით ერთმანეთს უსახსოვრეს.
მოსწავლეებმა მოაწყვეს ყვავილების ფესტივალი, ასევე, ფრინველებისთვის საკვებურები დაამზადეს და სკოლის ეზოს ხეებზე შემოასკუპეს.
სკოლის მოსწავლეებმა არც ფიზიკური აქტივობა დაივიწყეს და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების ხელმძღვანელობით მხიარული სტარტებიც ჩაატარეს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



