ყველა მოსწავლის საყურადღებოდ – სკოლა “ფესვები” შემეცნებითი კლუბისთვის წევრების შერჩევას იწყებს
თუ, ხართ სკოლის მოსწავლე/მეორედან-მეექვსე კლასის ჩათვლით/მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სკოლაში სწავლობ და გაინტერესებს სამყაროში არსებული მოვლენები, ნებისმიერი სფეროდან, მაშინ, სწორედ შენთვის შეიქმნა ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა “ფესვებიში” შემეცნებითი კლუბი: “ტალანტი”. შემეცნებით კლუბში გაწევრიანება უფასოა.
მოცემული პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში:
ცნობისმოყვარეობა, გამოკითხვის სტრატეგიების გამოყენება, შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება, ეს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის დამახასიათებელი თვისებებია. თუმცა, კრიტიკული აზროვნება არ უნდა იყოს გაიგივებული კამათის მოყვარულ ან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან.
კრიტიკული აზროვნება არ გულისხმობს ინფორმაციის აკუმულირებას. პირი, რომელსაც აქვს კარგი მეხსიერება და იცის ბევრი რამ კონკრეტული ფაქტის შესახებ, სულაც არ არის აუცილებელი, ჩაითვალოს კრიტიკულ მოაზროვნედ.
უფრო მეტიც, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი (ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად), საკუთარი თავის უკეთ ინფორმირებისთვის მზად არის დამატებით მოიძიოს რელევანტური წყარო, გამოიტანოს დასკვნები და გამოიყენოს ეს პრობლემის გადასაჭრელად. ბავშვები თვითონ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა პრაქტიკული თუ თეორიული სამუშაოს შესრულებაში.
მეცადინეობის გრაფიკი განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თვის პირველ ხუთშაბათი – ქართული ენა. საზოგადოებას გააცნობს თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას, გაიმართება მათი წიგნების პრეზენტაციები, მოხდება ფილმებისა და სპეკტაკლების ჩვენება-განხილვა, გაიმართება შემეცნებითი საუბრები, კონფერენციები.
კლუბი აღმოაჩენს ნიჭიერ ნორჩ მწერლებს, პოეტებს და წარუდგენს ფართო საზოგადოებას - მეორე ხუთშაბათი – მათემატიკა. გამოყოფენ ორი სახის მეხსიერებას: მოკლევადიანი (ეს არის ზედაპირული და მყიფე) და ხანგრძლივი, რომელიც გონებაში რჩება უფრო დიდ ხანს. იმისათვის რომ ინფორმაცია ბავშვმა ხანმოკლე მეხსიერებიდან გადაიტანოს ხანგრძლივ მეხსიერებაში, სჭირდება რამდენიმეჯერ გამეორება და განმტკიცება. ამიტომაც, ტვინის ვარჯიშს ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ფიქრის პროცესი ბავშვს უვითარებს საგნებისა და მოვლენების ერთმანეთისგან გარჩევისა და სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირების უნარს.
- მესამე ხუთშაბათი – ბუნებისმეტყველება. ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით.
- მეოთხე ხუთშაბათი – სხვადასხვა.
მაშ ასე, ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა “ფესვები” გიწვევთ მოაზროვნე ბავშვებს, რომლებიც კლუბში გაწევრიანდებიან მხოლოდ საკუთარი სურვილით და არა მშობელთა ძალდატანებით.
კლუბი იმუშავებს ყოველ ხუთშაბათს, 15:00 საათიდან, ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა ფესვების ბიბლიოთეკაში.
მსურველებმა დარეკეთ : 599 558 343 ან 599 229 641