GE

11 რესურსი უფასო განათლებისათვის

განათლება ყოველთვის იქნება ღირებული და მოგცემთ უამრავ შესაძლებლობას. საერთოდ არ ღირს დიდი თანხების დახარჯვა თქვენი უნარების ასამაღლებლად – არსებობს რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში სრულიად უფასოდ. გთავაზობთ 11 საიტს რუსულ და ინგლისურ ენებზე, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ, ამისათვის დაგეხარჯებათ მხოლოდ დრო.

Интуит

უმსხვილესი რუსული ინტერნეტ-უნივერსიტეტი უმაღლესი და მეორე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე პროფესიონალურ დონეზე მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით. სრულფასოვანი სწავლება ფასიანია, მაგრამ საიტზე შესაძლებელია უფასოდ წაიკითხოთ (და მოისმინოთ) 500-ზე მეტი კურსი სხვადასხვა სფეროდან: ინფორმატიკა, ფიზიკა, მათემატიკა, ეკონომიკა და ფილოსოფია. საგანმანათლებლო კურსების გავლისას შეგიძლიათ მიიღოთ ელექტრონული სერტიფიკატი.

Универсариум

აქ განთავსებულია უფასო საგანმანათლებლო კურსები ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის პედაგოგების, აგრეთვე რუსული სამეცნიერო ცენტრებისგან. კურსები შედგენილია საგანმანათლებლო სტანდარტებით და მოიცავს ვიდეო-ლექციებს, საშინაო დავალებებს, ტესტებს, ჯგუფურ სამუშაოებსა და ფინალურ ატესტაციას.

Лекториум

კიდევ ერთი საინტერესო საიტი მრავალრიცხოვანი რუსული ლექციებით სხვადასხვა თემებზე. ლექციების გარდა აგრეთვე იდება ვიდეომასალები სამეცნიერო კონფერენციებიდან.

Twirpx

ლიტერატურის შესასწავლი შთამბეჭდავი ბაზა. აქ ნამდვილად შეიძლება იპოვო საკმაოდ იშვიათი ეგზემპლარები. გადმოწერა შესაძლებელია ქულებით: ქულებს გჩუქნიან რეგისტრაციისას, შემდეგ მათი მიღება შეიძლება საკუთარი მასალების განთავსებით ან ნაღდი ფულით ყიდვით.

Academic Earth

მათთვის, ვინც იცის ინგლისური ენა. საიტზე თავმოყრილია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ლექტორების ლექციები, მათ შორის, MIT, ჰარვარდის, პრინსტონის, სტენფორდის, იელისა და სხვა.

Еdx

კიდევ ერთი საიტი მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექციებისა. საკმაოდ მარტივია პროგრამის საკუთარი სურვილით შერჩევა, მაგალითად, გაიარო კურსი მუსიკალური ინდუსტრიის სფეროში. რა თქმა უნდა თუ ინგლისური ენის ცოდნა თქვენთვის არ არის პრობლემა.

University Of the People

UoPeople – უფასო უნივერსიტეტია, თუმცა სტუდენტებს მაინც მოუწევთ გამოცდების საფასურის გადახდა ყოველი კურსის ბოლოს. გადასახადი დამოკიდებულია სტუდენტის საცხოვრებელ ადგილზე. ამასთან, შეგიძლიათ შეეცადოთ მიიღოთ გრანტი, ასე რომ შესაძლებელია მიიღოთ განათლება სრულიად უფასოდ. იმისათვის, რომ გახდეთ უნივერსიტეტის სტუდენტი, საჭიროა მოახდინოთ ინგლისური ენის ცოდნის დემონსტრირება და გქონდეთ კარგი საშუალო განათლება.

TED

იშიფრება როგორც „Technology, Entertainment, Design“. ცნობილი კონფერენცია სცენაზე, რომელზეც იკრიბებიან და თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ მეცნიერები, მეწარმეები, მხატვრები, მუსიკოსები, ინჟინრები და მრავალი სხვა. პრაქტიკულად ყველა ვიდეო-რგოლს აქვს სუბტიტრები სხვადასხვა ენაზე.

Школа Яндекса

აქ განთავსებულია Яндекс-ის მონაცემების ანალიზის სკოლის ლექციები. მთავარი მისი მიზანია სპეციალისტების მომზადება, როგორც თავად Яндекс-ისათვის, აგრეთვე IT-ინდუსტრიისათვის მთლიანად – მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ინფორმაციის ინტერნეტიდან მოპოვების სფეროში.

Сoursera

ეს ინგლისურენოვანი პროექტი თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, რომლებიც აქვეყნებენ და ათავსებენ სისტემაში კურსებს განათლების სხვადასხვა სფეროდან. მსმენელები არა მარტო გადიან კურსებს, არამედ ურთიერთობენ თანაკურსელებთან, აბარებენ ტესტებსა და გამოცდებს უშუალოდ Coursera-ს საიტზე.

Академия Хана

ერთ დროს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაამთავრა MIT და ჰარვარდი, იგებს, რომ სხვა ქალაქში მცხოვრებ მის პატარა ნათესავს სკოლაში პრობლემები აქვს მათემატიკასთან. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს მას, ათავსებს ვიდეო-გაკვეთილებს YouTube-ზე და მომენტალურად ხდება პოპულარული. ახლა, ხანის აკადემიის საიტი გვთავაზობს4200-ზე მეტი უფასო მიკროლექციისკოლექციას მრავალფეროვან თემებზე.

წყარო: www.adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური