„ევროპის უნივერსიტეტში“ საინფორმაციო შეხვედრა – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“ გაიმართა
10 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე – „აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენცია“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, უნივერსიტეტში არსებულ „პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილების, პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების პროცედურების და მექანიზმების წესს“.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა ასევე სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს.
შეხვედრას „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ილია ბოცვაძე, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი სალომე ხარაიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის აკადემიური ეთიკის მნიშვნელობის გაზრდას და სანდო კვლევითი გარემოს ხელშეწყობას.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი