“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
9 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტებისთვის უახლესი თაობის “Carl Zeiss Visumax 800” ლაზერული ტექნოლოგიის შესაძლებლობებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
Carl Zeiss VisuMax 800 არის მოწინავე ფემტოწამიანი ლაზერული სისტემა, რომელიც გამოიყენება თვალის ქირურგიაში.
შეხვედრას „ავერსის კლინიკის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ. უახლესი აპარატის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს მხედველობის უფასო სკრინინგი და მშრალი თვალის დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.
დიაგნოსტიკის შედეგად მხედველობის ლაზერული კორექციის საჭიროების მქონე სტუდენტები უფასო კონსულტაციას გაივლიან „ავერსის კლინიკაში“, სადაც ჩაუტარდებათ სიღრმისეული, პირველადი გამოკვლევები.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი