გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტუშას უნივერსიტეტში გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობდნენ
24–28 ნოემბერს, იტალიის ტუშას უნივერსიტეტში, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო პერსონალის მობილობის კვირეული, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, მათ შორის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის პროგრამაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი მარიამ ლაზარაშვილი წარმოადგენდნენ.
კვირეულის განმავლობაში განხილულ იქნა ინტერნაციონალიზაციისა და გლობალური გამოწვევების საკითხები, ასევე ინტერაქტიული გაცნობითი და ქსელური აქტივობები ორმაგი ხარისხის პროგრამებთან დაკავშირებული მიმართულებით. გარდა ამისა, დაისახა ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლო გზები და პერსპექტივები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი