GRUNI-ს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართეს
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა კიდევ ერთი რეგიონული ვიზიტი განახორციელა და ამჯერად, დუშეთის მუნიციპალიტეტს ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგში 5 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. უფრო კონკრეტულად კი, მედიაციის არსს, მოლაპარაკების ტექნიკასა და ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს დუშეთის N1, N2, ბაზალეთის, არაგვისპირისა და პირმისაანთკარის საჯარო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები გაეცნენ.
მედიაციის ცენტრი, უკვე რამდენიმე წელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიზანმიმართულად მუშაობს. პროგრამა მოიცავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონის სკოლებს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი შესაძლებლობები. ინტერაქტიული ტრენინგები ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტების მართვისა და თანამშრომლობის უნარის ფორმირებას. დღეისათვის, ცენტრის ტრენინგებში სულ 1 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
პროექტში აქტიურად არიან ჩართული გრუნის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი და ახლა უკვე როგორც ტრენერები, მოზარდებთან თავად მუშაობენ. მათი მონაწილეობა აძლიერებს პრაქტიკულ განათლებაზე ორიენტირებულ მიდგომას და ახალგაზრდებს რეალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი