GE

5 რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ აუდიოჩანაწერი მოსწავლეებისთვის

Free technology for Teachers: გთავაზობთ 5 ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ პოდკასტები. ეს რესურსი მოსწავლეებს საშუალებას მისცენ, რომ მოკლე, ჩასწორების შესაძლებლობის არმქონე აუდიოჩანაწერი შექმნან, რაც კარგი საშუალებაა ჩაწერონ და გაუზიარონ გარშემომყოფებს ნასწავლი და მათი დაკვირვების ანარეკლი, როგორც საკლასო ოთახში,  ისე მის გარეთ.

http://clyp.it/ –  ეს არის ადვილად გამოსაყენებელი ხელსაწყო, რომელიც შეგიძლიათ გახსნათ თქვენს ბრაუზერში. ჩანაწერის შესაქმნელად საჭიროა შეხვიდეთ საიტზე და დააქლიქოთ დიდ record ღილაკს. შემდეგ უნდა დააქლიქოთ ნებართვის ღილაკს და კურსორისა და მიკროფონის გამოყენებით შექმნათ ჩანაწერი. როდესაც მზად გექნებათ დააქლიქეთ გაზიარებას, თქვენ გადახვალთ გვერდზე, რომელიც მოქცემთ საშუალებას ჩამოტვირთოთ ჩანაწერი, ან ემბედ კოდის დახმარებით სასურველ ბლოგზე გადაიტანოთ.

http://vocaroo.com/ – ეს არის სერვისი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ მოკლე აუდიოჩანაწერი სრულიად უფასოდ. ამ საიტის გამოყენების დროს არ გჭირდებათ რეგისტრაცია, ან რაიმე სპეციალური ბრაუზერი. შედით საიტზე და დააქლიქეთ ჩაწერას.

http://soundcloud.com/ –  Android და iOS apps არ აქვთ ამ ხელსაწყოს გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ ბრაუზერზე მომუშავე ვერსიას, მისი გამოყენება შეუძლია. მას შემდეგ, რაც გაივლით რეგისტრაციას და გააკეთებთ აუდიო ჩანაწერს, ემბედ კოდის გამოყენებით, შეგიძლიათ, ჩანაწერი თქვენს ბლოგზე განათავსოთ.

http://www.audiopal.com/ – ეს არის უფასო ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ აუდიოჩანაწერი და მოახდინოთ ბლოგზე მისი ემბედ კოდით გადატანა. ის გაძლევთ საშუალებას, რომ აუდიოშეტყობინება სამი სხვადასხვა ფორმით შექმნათ. ჩანაწერის შექმნა შეგიძლიათ მიკროფონის თქვენ კომპიუტერთან დაკავშირებით, ან ამ საიტის ტელეფონის სისტემის გამოყენებით, ან text-to-speech ფუნქციის გამოყენებით.

http://audioboom.com/ –  ეს ვებ-გვერდი მასწავლებლებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან აუდიოჩანაწერი სურათების გამოყენებით. აუდიობუმი შესაძლებლობას გაძლევთ იქონიოთ ის თქვენს აიფონებში, აიპადებსა და ანდროიდის სისტემის ტელეფონებში.

freetech4teachers.com

ი,გ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური