2026 წლის აბიტურიენტების მიღების პროცესი გრძელდება – მეორადი ჩარიცხვის ვადები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 9 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.
NAEC-ის ცნობით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 11 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასთან და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.
მეორადი ჩარიცხვა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, მხოლოდ ერთხელ განხორციელდება.
ასევე იხილეთ:
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ტესტირების ჩატარების განრიგი დადგინდა – ტესტების ნიმუშები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის