„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
30 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა, თემაზე – „შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ შრომის ბაზარზე ინდივიდუალური პოზიციონირების მნიშვნელობა;
- პერსონალური რეპუტაციის, ეფექტური კომუნიკაციის, საკუთარი სტილისა და თანმიმდევრულობის როლი პროფესიული იდენტობის ფორმირებაში;
- საკუთარი გამოცდილების, უნარებისა და ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენის გზები;
- პროფესიული ონლაინ-იმიჯის შექმნის მეთოდოლოგია;
- LinkedIn-ის პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ტექნიკები;
- კარიერული შესაძლებლობების გაფართოების გზები.
შეხვედრის სპიკერი იქნება მარიამ კახნიაშვილი – Career & Business Development Trainer, Jobify-ის Commercial Director.
ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დამსაქმებლისთვის გამორჩეულ და სასურველ კანდიდატად წარმოჩენაში დაეხმარებათ.
ღონისძიება სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული რჩევები, გააძლიერონ პირადი ბრენდი და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიული აღიარებისა და წარმატებისკენ.
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
ვაზის აფხაზური და აჭარული ჯიშების კვლევის შედეგები – CIU-ში სამეცნიერო ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი