სად და როდის შეძლებს სტუდენტი მობილობის შედეგების ნახვას – ვადები და პროცედურა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცნობით, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს 11 სექტემბერს შეეძლებათ.
EMIS-ის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საკუთარი შედეგის სანახავად, მობილობის მსურველი ელექტრონული პორტალის პირად სარეგისტრაციო გვერდს უნდა ეწვიოს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, რეგისტრაციის გავლა 24 აგვისტოდან, 8 სექტემბრის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
ხშირად დასმული კითხვები მობილობასთან დაკავშირებით და ყველა პასუხი/რჩევები სტუდენტებს EMIS-ისგან
-
უნივერსიტეტებს AI-სგან თავის დასაცავად აუდიტორიაში ჩატარებული გამოცდების დაბრუნებას სთხოვენ – ბრიტანეთის მაგალითი
by ARIS.GE-განათლება
-
ქართულ უნივერსიტეტებს საზღვარგარეთ ფილიალების გახსნის უფლება ექნებათ – როგორი იქნება პირობები
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნულ გამოცდებზე 49 აბიტურიენტს სმარტფონი უპოვეს – უპრეცედენტოდ მკაცრი მისაღები გამოცდა სამხრეთ კორეაში
by ARIS.GE-განათლება