GE

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე – PISA 2025 წლის შედეგები გამოქვეყნდა

2025 წლის განათლების ხარისხის საერთაშორისო კვლევის (PISA) გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს 91 ქვეყანაში 15 წლის მოსწავლეებს შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში ცოდნის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.

PISA-ს კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დაკვეთით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ასობით ათას მოსწავლეს მოიცავს (როგორც OECD-ის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებში).

2025 წელს PISA-ს ტესტირება 91 ქვეყნის 760 ათასმა მოსწავლემ გაიარა.

იხ. კვლევის შედეგი ინგლისურ ენაზე

ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველი მეხუთე მოზარდი დაბალ ცოდნას ავლენს ერთდროულად სამივე საკვანძო მიმართულებით – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და კითხვაში.

კერძოდ, კვლევის მონაწილეთა 45% – თითქმის ნახევარი – ვერ აღწევს წიგნიერების საბაზო დონეს. საუბარია არა უბრალოდ სიტყვების წაკითხვის უნარზე, არამედ წაკითხულის გააზრებისა და ანალიზის შესაძლებლობაზე.

მისასალმებელია, რომ საქართველოს შედეგები, 2022 წელთან შედარებით, მთლიანობაში გაუმჯობესებული აქვს, მაგრამ ქვეყანა ისევ OECD-ის ქვეყნების სიაში საშუალოზე დაბალ ადგილს იკავებს.

EDU.ARIS.GE სხვადასხვა კუთხიდან შემოგთავაზებთ საქართველოს შედეგების მიმოხილვას – გაჩვენებთ, რა მონაცემები არ მოხვდა და შეიძლება მოხვედრილიყო საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის (NCER) PISA 2025 შედეგების მიმოხილვაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შედეგებთან დაკავშირებულ განცხადებასა და… საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფეისბუკის პოსტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც ნათქვამია, რომ PISA-ს კვლევის თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო იკავებს პირველ ადგილს 91 ქვეყანას შორის :-), ჯერ ვერ იკავებს, ბატონებო, ჯერ ვერა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm