კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 31 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, Erasmus+-ის ფარგლებში, Tokat Gaziosmanpaşa University-ის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორ ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქტივობები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სვეტლანა კირაკოსიანთან შეხვედრით გაიხსნა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
პროფესორი აქბაში მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, მაგდა თორთლაძესაც შეხვდა და აკადემიური გამოცდილება გაუზიარა. სტუმარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში ის უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევით საქმიანობას გაეცნო.
შეხვედრები სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიით დასრულდა.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა საჯარო ლექციას უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
პლატფორმული დასაქმების გამოწვევების შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Chardins Voyages-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი